English / ქართული / русский /
როინ თათეშვილიგიორგი ჯვარიძე
მოსახლეობის ეკონომიკური უთანასწორობის და მიგრაციული განწყობის გამოკვლევა სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობაში

ანოტაცია. სტატიაში განხილულია სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობის ეკონომიკური უთანასწორობა. ამ მიზნით ჩატარებულია 100 კაციანი სამიზნე ჯგუფის სოციოლოგიური გამოკითხვა. კვლევა ჩატარებულია შემოსავლების უთა-ნასწორობისა და მიგრაციული განწყობის ტესტით. გამოკითხული მოსახ¬ლეობის შემოსავლების მიხედვით გამოთვლილმა უთანასწორობის კოეფიციენტმა, ანუ ე. წ. ჯინის კოეფიციენტმა, შეადგინა 0,63, ანუ უფრო მეტი ვიდრე საშუალოდ საქართველოში. ეს ადასტურებს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობის უფრო დიდ ეკონომიკურ უთანასწორობას. ამ მიზეზით გამოკითხული მოსახლეობის მიგრაციული მზაობაც ძალიან მაღალია. 

საკვანძო სიტყვები: ეკონომიკური უთანასწორობა; მიგრაციული განწყობა; ცხოვრების დონე; სიღარიბე.

შესავალი

იმ პრობლემებს შორის, რომელიც საქართველოს წინაშე დგას, ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემა არის მოსახლეობის შემოსავლებში უთანასწორობის მაღალი დონის პრობლემა. შემოსავლების მიხედვით მოსახლეობის მკვეთრი დიფერენ-ცირება უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ მაჩვენებლებზე და მან შეიძლება სოციალური ერთობისა და სამოქალაქო ჩართუ-ლობის შემცირება გამოიწვიოს, რაც დროთა განმავლობაში, პოლიტიკურ არასტა-ბილურობაში გადაიზრდება. კვლევებით დადასტურებულია, რომ არსებობს პირდაპირი კავშირი უთანასწორობის დონესა და სოციალური ერთობის ისეთ მნიშვნელოვან ინდიკატორებს შორის, როგორიც არის დანაშაული, ფსიქიკური აშლილობა და სხვა. სერიოზული უთანასწორობა ზღუდავს მთავრობის შესაძ-ლებლობასაც, გამოიყენოს მნიშვნელოვანი საბაზრო მექანიზმები, რადგან ზო-გიერთი მათგანი კიდევ უფრო აღრმავებს უთანასწორობას.
პოსტსოციალისტურ ქვეყნებს შორის საქართველო უთანასწორობით ერთ-ერთი მაღალი დონის მქონე ქვეყანაა (0,45 მთლიანი ხარჯების მიხედვით) [1, გვ. 59]. ეს დონე საქართველოს რეგიონებში სხვადასხვანაირია. მოცემულ სტატიაში ვიანგა-რიშეთ და შევაფასეთ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობის ეკონომიკური უთანასწორობა და მათი მიგრაციული განწყობა.
არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მსოფლიოს მეცნიერ-ეკონომისტების და პრაქტიკოს-სპეციალისტების უმრავლესობა აღიარებს, რომ მოსახლეობაში შემოსავლების განაწილების მაღალი დონის უთანასწორობა სერიოზულ საფრთხეს შეიცავს და მან სოციალური აფეთქებაც კი შეიძლება გამოიწვიოს. ამიტომ საჭიროა, ყველა ქვეყნის მეცნიერებს შექმნილ უთანასწორობის `პულსზე ედოთ ხელი~ და მისი ცვლილების ტრენდს გამუდმებით აკვირდებოდნენ. თუ ჯინის კოეფიციენტმა ზრდა დაიწყო, მაშინ განგაშია ასატეხი, ხოლო თუ კლება, მაშინ _ სიმშვიდე შეიძლება.
განსაკუთრებულ დაკვირვებას მოითხოვს ქვეყნის ღარიბი, დეპრესირებული რეგიონები. საქართველოში ასეთთა რიცხვშია სამცხე-ჯავახეთის რეგიონი. ჩვენ სწორედ ამ მოსახლეობიდან შევადგინეთ 100 კაციანი სამიზნე ჯგუფი და მათი ეკონომიკური უთანასწორობის დასადგენად ჩავატარეთ სოციოლოგიური გამოკითხ-ვა. გამოკითხული იქნა:
18 წლიდან - 46 წლამდე - 25 ადამიანი; 46 წლიდან - 60 წლამდე - 35 ადამია-ნი; 61 წლიდან - 75 წლამდე - 20 ადამიანი; 75 წლის ზევით - 20 ადამიანი კვლე-ვაში ჩართული რესპონდენტები სხვადასხვა ეროვნების (ძირითადად ქართველები და სომხები) და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები იყვნენ.
კვლევის მეთოდოლოგიური აპარატი ჩვენ მიერ შემუშავდა კვლევის მიზნიდან გამომდინარე. ამ მიზნით ძირითდად გამოვიყენეთ კვლევის რაოდენობრივი მეთოდი.
ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის სქემა ასეთია:
პირველი ეტაპი _ კვლევის ინსტრუმენტის შერჩევა. უპირატესობა მივეცით ინტერვიუს და ღრმა ინტერვიუს.
მეორე ეტაპი _ შევადგინეთ კითხვარი.
მესამე ეტაპი _ შევკარით სამიზნე ჯგუფი.
მეოთხე ეტაპი _ გამოვკითხეთ სამიზნე ჯგუფის მონაწილენი.
მეხუთე ეტაპი _ რესპონდენტთა პასუხები დავამუშავეთ კომპიუტერულად.
მეექვსე ეტაპი _ გავაანალიზეთ შედეგები და გავაფორმეთ ტექსტი.
გამოკვლევა ჩავატარეთ ორი ტესტით: 1. უმუშევრობის, სიღარიბის და ეკონო-მიკური უთანასწორობის გამოსაკვლევი ტესტი. 2. მოსახლეობის მიგრაციული განწყობის გამოსაკვლევი ტესტი.
20 შეკითხვა და შეკითხვებზე გაცემული პასუხები, რომლებიც პროცენტულად არის გამოხატული (გამოკითხულთა საერთო ჯამის მიმართ), ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილშია მოცემული (ცხრილი 1).

ცხრილი 1

სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობიდან შერჩეულ რესპონდენტთა
სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები (%%-ში)

 

სულ გამოკითხულების პასუხები

 
 

1. სწავლობთ თუ მუშაობთ?

ა) ვსწავლობ

ბ) ვმუშაობ

გ) არ ვმუშაობ

დ) პენსიონერი ვარ

 

18,4

6,3

65,9

9,4

 

2. რა გაქვთ დამთავრებული?

ა) საშუალო სკოლა

ბ) კოლეჯი (ტექნიკუმი)

გ) უმაღლესი სასწავლებელი

 

13,4

2,1

84,5

 

3. თქვენი პროფესიით მუშაობთ თუ არა?

ა) კი

ბ) არა

 

24

76

 

4. საბჭოთა პერიოდში უკეთ ცხოვრობდით თუ ამჟამად?

ა) საბჭოთა პერიოდში

ბ) ამჟამად

გ) მაშინაც ღარიბი ვიყავი

 

81

-

19

 

5. თუ თქვენ ღარიბი ხართ, გაღიზიანებთ სხვისი სიმდიდრე?

ა) კი

ბ) არა

გ) არცთუ ძალიან

 

21

68,2

10,8

 

6. რამდენია თქვენი ხელფასი თვეში?

ა) 300 ლარამდე

ბ) 500 ლარამდე

გ) 1000 ლარამდე

დ) 1000 ლარზე მეტი

 

68,8

21,3

7,6

2,3

 

7. რამდენია თქვენს კმაყოფაზე ოჯახში?

ა) მარტოხელა ვარ

ბ) ერთი

გ) ორი

დ) სამი და მეტი

 

5,0

20,0

8,6

66,4

 

8. რა აზრის ბრძანდებით არსებულშემოსავლების უთანასწორობაზე?

ა) უარყოფითი

ბ) ნაწილობრივ უარყოფითი

გ) დადებითი

 

 

87,1

12,4

-

 

9. მოგწონთრომღარიბიმოსახლეობაემიგრაციაშიმიდის?

ა) კი

ბ) არა

 

43

57

 

10. როგორფიქრობთ, სიღარიბისშესამცირებლადსახელმწიფოძალისხმევაასაჭირო, თუპირადადთქვენი?

ა) სახელმწიფოსი

ბ) ჩემი

გ) ორივესი ერთად

 

 

81,7

2,0

16,3

 

11. თქვენს თავს თვლით:

ა) ღარიბად

ბ) ღატაკად

გ) საშუალოდ

დ) შეძლებულად

ე) მდიდრად

 

60,4

20,0

14,3

4,1

1,2

 

12. სხვა შემოსავალიც გაქვთ?

ა) კი

ბ) არა

 

11

89

 

13. თქვენრომმდიდარიიყოთ, გადაუნაწილებდითთქვენსშემოსავალსღარიბებს?

ა) არა

ბ) კი

გ) ნაწილობრივ

 

 

54,7

-

5,3

 

14. აკეთებთ თუ არა დანაზოგს ბანკში?

ა) არა

ბ) ძალიან მცირეს

გ) კი (ქონების შესაძენად)

 

90,7

7,0

2,3

 

15. პირველადი მოხმარების საქონლის შესაძენად გყოფნით შემოსავალი?

ა) არ მყოფნის

ბ) მყოფნის

გ) შემიძლია სხვა საქონლის შეძენაც

 

 

77,3

19,3

3,4

 

16. გყოფნით შემოსავალი მიიღოთ კარგი განათლება?

ა) არა

ბ) კი, მხოლოდ საქართველოში

გ) საკმარისია საზღვარგარეთ სწავლისთვისაც

 

88,9

9,6

1,5

 

17. გყოფნით შემოსავალი უმაღლესი დონის მედიკოსებთან სამკურნალოდ?

ა) არა

ბ) მყოფნის

გ) ჭარბად მყოფნის თუნდაც საზღვარგარეთ

 

 

82,4

16,3

1,3

 

18. რამდენი გაქვთ სხვა შემოსავალი წელიწადში?

ა) 5000 - 10000 ლარი

ბ) 10000 - 20000 ლარი

გ) 20000 ლარზე მეტი

 

7,3

12,1

1,6

 

19. გაქვთ თუ არა ბიზენსი ან თუ აპირებთ მის დაწყებას?

ა) არ მაქვს და არც ვაპირებ

ბ) მაქვს

გ) მაქვს დიდი ბიზნესი

 

61,4

35,5

3,1

 

20. შვებულების დროს სად ისვენებთ?

ა) სახლში

ბ) სოფელში

გ) საზღვარგარეთ (თურქეთი, ესპანეთი და სხვ.)

 

8,8

17

1,2

 

 ჩვენ მიერ დასმული ყველა კითხვის მიზანი იყო, გაგვერკვია, რას საქმიანობენ რესპონდენტები, რა შემოსავლები აქვთ, როგორია შემოსავლების უთანასწორობა მათ შემოსავლებში და აპირებენ თუ არა ბიზნესში დასაქმებით გამოასწორონ საკუთარი ფინანსური მდგომარეობა.

აღმოჩნდა, რომ გამოკითხული რესპონდენტებიდან მხოლოდ 6,3% მუშაობს. მომუშავეთაგან 76% პროფესიით არ მუშაობს. 300 ლარამდე ხელფასი აქვს 68,8%-ს, 500-მდე _ 21,3%-ს, 1000 ლარამდე 7,6%-ს, 1000-ზე მეტი 2,3%, 20% _ თავს თვლის ღატაკად, 60,4% _ ღარიბად, 14,1 _ საშუალოდ, 4,1% _ შეძლებულად, 1,5% _ მდიდრად. 73,3%-ს არ ყოფნის შემოსავალი პირველადი მოთხოვნილების პრო-დუქტების შესაძენად, 19,3%-ს ყოფნის, ხოლო 3,4%-ს შეუძლია სხვა საქონლის შეძენაც. კარგი განათლების მიღება არ შეუძლია გამოკითხულთა 88,9%-ს. ასევე, 82,1%-ს არ ყოფნის შემოსავალი კარგ მედიკოსებთან სამკურნალოდ. ბანკებში დანაზოგი არა აქვთ გამოკითხულთა 89%-ს. გამოკითხულთა 89,5% შვებულებას ატარებს სახლში ან სოფელში ნათესავებთან. ბიზნესი არა აქვს და არც აპირებს ჰქონდეს 61,4%-ს, 35,5% აქვს მცირე ბიზნესი, გამოკითხულთა 3,1%-ს კი აქვს დიდი ბიზნესი.
რესპონდენტთა შემოსავლების სიდიდეებმა (300 ლარამდე, 500 ლარამდე, 1000 ლარამდე, 1000 ლარის ზევით) საშუალება მოგვცა ახალციხის მოსახლეობის ჯინის კოეფიციენტის სააგნარიშო. ჩვენ მიერ გაანგარიშებული ეს საწყისი მაჩვენებლები მოცემული გვაქვს ცხრილში 2.
ამ ცხრილში გამოთვლილი საწყისი მონაცემები გვჭირდება ჯინის კოეფი-ციენტის საანგარიშოდ. იგი იანგარიშება ფორმულით:

 

ცხრილში მოცემული ჩვენი გამოთვლის მიხედვით:

 

ფორმულაში ამ სიდიდეების ჩასმით მივიღებთ ჯინის კოეფიციენტს:

 

მაშასადამე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობიდან ამორჩეულ სამიზნე ჯგუფის შემოსავლის მიხედვით შემოსავლების განაწილების უთანასწორობის კოეფიციენტი არის 0,63, ანუ საქართველოს საშუალო ჯინის კოეფიციენტზე მეტი. ეს იმით არის გამოწვეული, რომ რეგიონი არის მეტისმეტად ღარიბი, მოსახლეობა დაუსაქმებელი და აქედან გამომდინარე, ღარიბ-ღატაკი.
აქედან იმ დასკვნას ვაკეთებთ, რომ რადგან საქართველოს დეპრესირებული რეგიონის _ სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის შემოსავლებში ეკონომიკური უთანას-წორობა საშუალოდ საქართველოს უთანასწორობაზე მაღალია, ეს ავალებს როგორც რეგიონის მუნიციპალურ ხელისუფლებას, ისე ცენტრალურ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ იზრუნონ ამ მდგომარეობის გამოსწორებაზე.
იმისათვის, რომ გაგვეგო თუ რას გეგმავს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობა თავიანთი გაჭირვებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, დავსვით ორი კითხვა:
1. აქვთ თუ არა ბიზნესი, ანდა აპირებენ თუ არა მის დაწყებას.
2. ხომ არ ფიქრობენ ემიგრაციაში წასვლას სამუშაოს საძებნელად.
პირველ კითხვაზე გამოკითხულთა 61,4%-მა გვიპასუხა, რომ არა აქვს ბიზნესი და არც აპირებენ მის დაწყებას, რადგან საამისოდ არც ცოდნა და გამოცდილება აქვთ და არც ფული.

ცხრილი 2

სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის შემოსავლების ინფორმაცია
ჯინის კოეფიციენტის საანგარიშოდ

 

რაც შეეხება მეორე კითხვას, ანუ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობის ემიგრაციულ განწყობას, ის ჩვენ 25 კითხვიანი ანკეტით შევისწავლეთ და მივიღეთ ცხრილში წარმოდგენილი შედეგები (ცხრილი 3).

ცხრილი 3

სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობის 

#

კითხვები:

გამოკითხულთა

ხვედრითიწონა (%)

1

დაასახელეთთქვენიეროვნება

 

ქართველი

69

სომეხი

20

ოსი

-

რუსი

7

სხვა დანარჩენი

4

2

დაასახელეთთქვენიასაკი

 

18-დან _ 45 წლამდე

25

46-დან _ 60 წლამდე

35

61-დან _ 75 წლამდე

20

75-ის ზევით

20

3

როგორიათქვენიოჯახურიმდგომარეობა?

 

ქორწინებაში არ მყოფი

21

დაოჯახებული

60

განქორწინებული

19

4

ნამყოფიხართთუარაემიგრაციაში?

 

კი

18

არა

82

5

აპირებთთუარაემიგრაციაშიწასვლას?

 

კი

77

ჯერჯერობით არა

15

საერთოდ არა

8

6

რომელქვეყანაშიგსურთგამგზავრება?

 

 

აშშ-ში

63

ავსტრალიაში

6

რუსეთში

25

ევროკავშირის ქვეყნებში

6

სხვა დანარჩენ ქვეყნებში

_

7

რატომმაინცდამაინცამქვეყანაშიგსურთგამგზავრება?

 

იქ არიან ჩემი ნათესავები

54

იაფი ჯდება წასვლა

16

ადვილია სამუშაოს შოვნა

20

მაღალია შრომის ანაზღაურება

10

8

როგორმოახერხებთწასვლისორგანიზებას?

 

ლეგალურად

-

არალეგალურად

100

9

რაწყაროთიშეძლებთხარჯებისდაფინანსებას?

 

სახლის გაყიდვით (დაგირავებით)

18

უცხოეთიდან ნათესავების გზავნილებით

82

დანაზოგებით

-

10

რაარისმიზეზიემირგაციაშიწასვლისთქვენიმზადყოფნისა?

 

განათლების მიღება

7

სიღარიბე, უმუშევრობა

35

იქ ცხოვრობენ ჩემი ოჯახის წევრები

54

11

იცითთუარარომელიმეუცხოენა?

 

არა

60

კი

40

12

თუუცხოენაარიცით, როგორაპირებთუცხოეთშიდასაქმებას (სწავლებას)?

 

ვისწავლი და ისე წავალ

14

რომ ჩავალ, იქ ვისწავლი მინიმალურ დონეზე მაინც

86

13

თუწასვლასგეგმავთ, რამოიმოქმედეთუკვე?

 

ენას ვსწავლობ

10

წასვლისთვის ფულს ვაგროვებ

90

14

რასაქმეზეშეძლებთუცხოეთშიმუშაობას?

 

ოჯახში დამხმარედ, ბავშვის და მოხუცის მომვლელად

62

მძღოლად

15

ხელოსნად

18

დავსაქმდები საშუამავლო საქმეში

5

15

თქვენთვისსულერთიარასაქმეზედასაქმდებით?

 

კი, მთავარია ვიმუშავო

94

არა, მხოლოდ პროფესიის მიხედვით

6

16

რასიდიდისანაზღაურებაზეიქნებითთანახმაუცხოეთშიმუშაობისას?

 

არანაკლებ 500 ევრო

50

არანაკლებ 500 აშშ დოლარი

36

800 ევრო და მეტი

14

17

ვინდაგეხმარებათუცხოეთშისამუშაოზემოწყობაში?

 

იქ მყოფი მეგობრები და ნათესავები

37

დამოუკიდებლად მოვძებნი განცხადებებით

63

18

თუპროფესიითვერდასაქმდით, სხვარასაქმეზეიმუშავებთ?

 

ყველანაირ საქმეზე ვიმუშავებ

94

პროფესიული საქმის გარდა არ ვიმუშავებ და უკან დავბრუნდები

6

19

თუოფიციალურადვერმოახერხებთუცხოეთშიწასვლას, არალეგალურწასვლაზედათანხმდებით?

 

კი

93

არა

7

20

გთავაზობთვინმესაზღვარგარეთდასაქმებას?

 

იქ მყოფი ნათესავები, მეგობრები

90

იქაური სათვისტომო

10

21

რამდენსითხოვენშუამავლებისაზღვარგარეთგაყვანასადადასაქმებაში?

 

აშშ-ში 20-25 ათას დოლარს

43

სხვა ქვეყნებში 5 ათას დოლარს

34

ევროკავშირში 10 ათას ევროს

20

22

გინდათწასვლა, მაგრამმაინცაქხართ _ სამშობლოში, გვითხარით, რაგიშლითხელს?

 

არ მაქვს ფული

92

ჯერ არ ვიცი უცხო ენა

6

მშობლები ავადმყოფობენ

2

23

თუმოგეცათშესაძლებლობადაწახვედითმთელოჯახს (ახლაანშემდეგ) წაიყვანთ?

 

სიტუაცია მიჩვენებს

20

აუცილებლად

80

24

თუწახვედითსაზღარგარეთ, როგორგეგმავთ, დაბრუნდებითსამშობლოში?

 

სიტუაცია მიჩვენებს

20

არა, იქ შევქმნი ახალ ოჯახს

80

25

შრომისრასიდიდის ანაზღაურება უნდა გქონდეთ საქართველოში, რომ აღარ იფიქროთ უცხოეთში წასვლა?

 

2-3 ათასი ლარი თვეში

90

მაღალი ხელფასიც ვერ გამაჩერებს, რადგან წესრიგი არ არის ქვეყანაში

10

მე-3 ცხრილის მონაცემები გვიჩვენებს, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობის განწყობა ემიგრაციაში წასასვლელად ძალიან მაღალია. რესპონ-დენტთა 77% ახლავე მზადაა წასასვლელად, 15% ჯერჯერობით არ მიდის და მხოლოდ 8% არასოდეს წავა საზღვარგარეთ (იხ. ნახაზი 1).

გამოკითხულთა 63% აშშ-ში აპირებს წასვლას და კითხვაზე, თუ რატომ ამ ქვეყანაში და რა წყაროთი აპირებენ ხარჯების დაფარვას, მათი 54% აცხადებს, რომ იქ არიან მათი ნათესავები და მათი გამოგზავნილი ფულით დაფარავენ ხარჯებს.

 

 

 ნახაზი 1. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობის ემიგრაციული მზადყოფნა

გამოკითხულთა 54% საზღვარგარეთ წასვლის მიზეზად იქ მყოფ ნათესავებს ასახელებს, 35% სიღარიბეს და უმუშევრობას და მხოლოდ 7% განათლების მიღებას.
ემიგრაციაში წასვლის არალეგალური ფორმა მისაღებად მიაჩნია გამოკით-ხულთა მთელ რაოდენობას. რესპონდენტთა 86%-მა არ იცის უცხო ენა, მაგრამ ეს მნიშვნელოვან ბარიერად არ მიაჩნიათ _ „ჩავალ და იქ ვისწავლი“ აცხადებენ ისინი. რესპონდენტთა 94%-თვის მთავარია იშოვოს სამუშაო და მისთვის სულ ერთია რა სამუშაო იქნება. მხოლოდ 6%-მა გამოაცხადა, რომ იმუშავებს მხოლოდ პროფესიის მიხედვით, თუ არა და უკან დაბრუნდება.
რესპონდენტთა 43% თანახმაა გადაიხადოს ამერიკაში გასასვლელად 20-25 ათასი დოლარი, მაგრამ ეს ფული დღეს რომ არა აქვს, 92% სწორედ ამიტომ კიდევ სამშობლოშია, და არ არის წასული.
კითხვაზე _ თუ რა სიდიდის ხელფასი უნდა ჰქონდეთ საქართველოში, რომ აქ დარჩნენ და აღარ წავიდნენ საზღვარგარეთ, 90%-მა თვეში 2-3 ათასი ლარი დაასახელა. ასეთი ხელფასები საქართველოში მხოლოდ საჯარო სექტორშია (ისიც მაღალ თანამდებობებზე). ასე რომ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობის 90%-სთვის საქართველოში, ასეთი ხელფასები ჯერჯერობით და, ალბათ, დიდხანს ვერ იქნება. იქამდე კი, ეს ქალაქიც და მთელი რეგიონიც დაიცლება მოსახლეობისგან.

დასკვნა

ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები საშუალებას გვაძლევს, გავაკეთოთ ასეთი შემაჯამებელი დასკვნა: რადგან სამცხე-ჯავახეთი სასაზღვრო ზონაა თურქეთთან, მისი დაცლა მოსახლეობისგან საქართველოსთვის დაცლილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხესაც შეიცავს. ასე რომ, ამ რეგიონის შემო-სავლების უთანასწორო განაწილება და ამ მიზეზით გამოწვეული სიღარიბე, რომელმაც ძირძველი მოსახლეობა მასიურად ემიგრაციისთვის განაწყო, საქართ-ველოს მთავრობისგან რეალური ქმედითი ღონისძიებების გატარებას საჭიროებს.

გამოყენებული ლიტერატურა

1. საქართველოს სტატისტიკური წელიწდეული, თბ., 2018, გვ. 59.
2. გაბიძაშვილი ბ. სტატისტიკა ეკონომიკაში, ბიზნესსა და მენეჯმენტში, თბ., 2007, გვ. 497.